თამარ თანდაშვილი Life Intelligence ქოუჩინგ მოდელის ავტორი და LIH-ის  დამფუძნებელია. ის ადამიანის ფსიქეს 20 წლის განმავლობაში ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის სამეცნიერო გადმოსახედიდან იკვლევს. თამარის ფსიქოთერაპიული გამოცდილება ისეთივე მრავალწახნაგოვანია, როგორც მისი განათლება. ის მუშაობდა მძიმედ ტრავმირებულ და ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე პაციენტებთან. ლაიფ ქოუჩინგი თამარის მოღვაწეობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. Life Intelligence კი – ათასობით სეანსის საფუძველზე თამარის მიერ შემუშავებული 4 ფაქტორიანი ქოუჩინგ პლატფორმაა – რომლითაც საქართველოში, ევროპასა და ამერიკაში მრავალი ბიზნეს პერსონა სარგებლობს.

“როგორც, თითით საჩვენებელი წარმატების მქონე ჩემი კლიენტი იტყოდა, „ცხოვრებაში რაც ღირებულია, ყველაფერს მივაღწიე და იმის მაგივრად, რომ ბედნიერი ვიყო, სიცოცხლე სიკვიდილივით მეზარება.“

ჩვენი კეთილდღეობის მტერი ცხოვრების მცდარი ფილოსოფიაა. არსებობის პირველ ათეულ წლებს კარგი გოგო-ბიჭობის წყურვილით, გარე თვალის მოსაწონად ვცხოვრობთ. როცა პირადი უბედურება შეგვანჯღრევს ან „უმიზეზო“ ღრმა დეპრესიაში ჩავცვივდებით, მხოლოდ მაშინღა ვხვდებით, რომ წლები დაზეპირებულ მითოსში გაგვიტარებია.

რადგან ჩვენ ერთადერთი ცხოვრება მოგვეცა, მოდით, დავრწმუნდეთ, რომ ის ჩვენს მიერ დაწერილი სათავგადასავლო რომანია და არა წინაპართა აუხდენელი ოცნებების მონტაჟი.

მე თქვენ საკუთარი სამყაროს კვლევით ექსპედიციაში გეპატიჟებით.”

მისია

ჩვენი მიზანია, ადამიანი ეპოქის შესატყვისი ცოდნით აღვჭურვოთ და  საკუთარ თავში უთვალავი შესაძლებლობა ვაპოვნინოთ, რათა მან შინაარსიანი, ლაღი ცხოვრებით იცხოვროს.

ჩვენი მიზანია, ადამიანს ვასწავლოთ საკუთარი თავის ერთგულება, რათა ის სიცოცხლის სხვა ფორმებს უპირობო სიყვარულით მოეპყრას და მათი ღირსეული არსებობა უზრუნველყოს.